კოშკების კოშკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კოშკების კოშკი - კოშკი დგას საქართველოში, შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკების სამხრეთით, მდინარე სკრის მარჯვენა ნაპირას, ფერდობზე. თარიღდება XVII საუკუნით.

აღწერილობა

კოშკი მიეკუთვნება ე.წ. ზურგიანი კოშკების ტიპს. პირით მდინარისაკენ დგას, ზურგით - მთისკენ (6,8 X 8,1 მ; სიმაღლე 16,5 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. კედლის ქვედა ნაწილში ქვები დიდი ზომისაა და შედარებით უკეთ არის დაწყობილი. კოშკო ძლიერ დაზიანებულია, არ ხერხდება სართულიანობის დადგენა (მოღწეულია ექვსი სართული); თითქმის მთლიანად დანგრეულია სამხრეთ და აღმოსავლეთ კედლები; ძლიერ დაზიანებულია დასავლეთ კედელი. ყველაზე უკეთ შემორჩენილია ჩრდილოეთ კედელი. შესასვლელი დასავლეთითაა, მეორე სართულზე, ხეობის მხარეს. პირველი სართული დამხმარე სათავსია და მას ერთი სარკმელი აქვს. ზედა სართულები სათავდაცვო და საცხოვრებელია. მეორე სართულზე, კარის გარდა, ორი სარკმელიცაა, მესამეზე ბუხარი და ცალმაგი სათოფურებია. მეოთხე სართულზე - სათოფურები და ერთი სარკმელი, მეხუთე სართულზე - სათოფურები და დასავლეთის სწორ კედელში, შვერილ აივანზე გასასვლელი კარი. მეექვსე სართულის კედლებში სათოფურები და განიერი სარკმელია. სართულშუა გადახურვა ყველგან ხის იყო, კოჭოვანი.

ბიბლიოგრაფია

  • ზაქარაია პ. სკრის ხეობის რამდენიმე ხუროთმოძღვრული ძეგლი //საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე.XX-B.-1959.-გვ.201-232.
  • საქართველოს ზურგიანი კოშკების ისტორია და აგების სავარაუდო თარიღი (X-XVII სს.).
  • კოშკები //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.5.-თბ.,1990.-გვ.76-78.
  • სოფ. კოშკებში შემორჩენილი ძეგლების (ეკლესია "საწყალი", XVII საუკუნის ზურგიანი კოშკი, "ტყუპის "ეკლესია, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, შალიკაშვილების (ღვთისმშობლის სახელობის )ეკლესიის ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ერთვის გეგმები და განაკვეთები.
  • კოშკები. ღვთისმშობლის ეკლესია //ქართული წარწერების კორპუსი. I.: სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველო (V-X სს).-თბ.,1980.-გვ.200-201. რეზ.რუს.ენაზე.
  • Шмерлинг Р. Малые формы в архитектуре средневековой Грузии.-Тб.,1962.-С.261-262 с табл. и илл.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები