კოშკური ტიპის მზის ელექტროსადგური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოშკური ტიპის მზის ელექტროსადგური − მზის ელექტროსადგურის სახეობა, სადაც მზის ენერგიის გამოყენება ხდება ირიბად – ცხელი წყლის ორთქლის კინეტიკური ენერგიის სახით. კონსტრუქცია შედგება სისტემის ცენტრში განთავსებული მაღალი კოშკისაგან, რომლის თავზე დამონტაჟებულია შავად შეღებილი (ხილული და უხილავი გამოსხივების კარგად შთანთქმისათვის) რეზერვუარი წყლით და კოშკის ინგვლივ წრიულად დაყენებული ჰელიოსტატების სისტემებისაგან (სარკეებისაგან). სისტემის გამართულად მუშაობისათვის ყველაზე რთული ამოცანაა სარკეების ერთიანი პოზიციურობა ისე, რომ დროის ნებისმიერ მომენტში სარკეებიდან არეკლილი სხივები ხვდებოდეს რეზერვუარს. მზიან ამინდში ტემპერატურამ რეზერვუარში შეიძლება მიაღწიოს 7000C. ასეთი ტემპერატურული პარამეტრები საშუალებას იძლევა გამოყენებული იქნეს ტრადიციული თბოელექტროსადგურების სტანდარტული ტურბინები.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები