კრაკოვიაკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კრაკოვიაკი – (პოლ. krakowiak), პოლონური ხალხური ცეკვა. ძველად კრაკოვიაკს მხოლოდ მამაკაცები ცეკვავდნენ, მოგვიანებით_ – ქალ-ვაჟთა წყვილი. რიტმი მკვეთრი, ხშირი სინკოპებით. ტემპი ცოცხალი: ზომა 2/4; სრულდება მხიარულად, ტემპერამენტით, ამაყი მიხვრა-მოხვრით, როგორც სამეჯლისო ცეკვა, პოპულარული იყო XIX ს. და XX ს. დასაწყისში. კრაკოვიაკის მუსიკალური ფორმა გამოიყენა შოპენმა („დიდი საკონცერტო რონდო“ ფორტეპიანოსათვის ორკესტრთან ერთად). კრაკოვიაკი გვხვდება ოპერებსა და ბალეტებში (გლინკას „სიცოცხლე მეფისათვის“, ასაფიევის „ბახჩისარაის შადრევანი“ და სხვ.).