კრებული (ჟურნალი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟურნალი „კრებული"

კრებული – ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი. გამოდიოდა 1871-73 წწ. თბილისში ნიკო ნიკოლაძის ხელმძღვანელობით. ოფიციალური რედაქტორ-გამომცემელი — გიორგი წერეთელი. თანამშრომლობდნენ: ნ. ნიკოლაძე, ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, გ.ორბელიანი, გ. ერისთავი, რ. ერისთავი, გ. წერეთელი, პ. უმიკაშვილი, გ. ჭალადიდელი… იბეჭდებოდა ა. პუშკინის, ნ. გოგოლის, უ. შექსპირის, ჯ. სვიფტის, ჟ. მოლიერის, ი. გოეთეს, ჰ. ჰაინეს და სხვათა ნაწარმოებების თარგმანები. „კრებულისთვის“ უცხო არ იყო უტოპიურ-სოციალური იდეები, თუმცა მის თავისთავადობას რევოლუციურ-დემოკრატიული მასალები განსაზღვრავდა. ჟურნალი იბრძოდა კოლონიური ჩაგვრის წინააღმდეგ, დემოკრატიული საზოგადოებრივი წყობილების დასამყარებლად. უხვად იბეჭდებოდა მეცნიერულ-პუბლიცისტური თხზულებები, მაგრამ მთავარი ადგილი მხატვრულ ნაწარმოებებს ეკავათ. „კრებულში“ გამოქვეყნდა ი. ჭავჭავაძის „აჩრდილი“, „დედა და შვილი“, ა. წერეთლის „მუხამბაზი“, გ. წერეთლის „ჯიბრი“, „ჩვენი ცხოვრების ყვავილი“…




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები