კრუშონი ბანანითა და გროგით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კრუშონი ბანანითა და გროგით
1 კგ გარგარი;
400 გ შაქარი;
1 ჭიქა წყალი;
600 ბანანი;
1 ბოთლი ბანანის ლიქიორი;
3 ბოთლი თეთრი ღვინო;
1 ბოთლი შამპანური.
კურკაგამოცლილი გარგარი გავყოთ შუაზე. მოვხარშოთ სქელი სიროფი 400 გრ შაქრისა და 1 ჭიქა წყლისაგან. ცხელი სიროფი დავასხათ გარგარის ნაჭრებს, დავაფაროთ თავსახური და გავაცივოთ. გაცივებულ მასაში ჩავყაროთ თხელ რგოლებად დაჭრილი ბანანი, ჩავასხათ ბანანის ლიქიორი, ქვაბს დავაფაროთ თავსახური და გავაჩეროთ 1 დღე-ღამის განმავლობაში ცივ ადგილზე. მაგიდასთან მიტანის წინ დავასხათ თეთრი ღვინო და შამპანური.