კრუშონი ხენდროთი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კრუშონი ხენდროთი
25 გ ხენდრო;
160 მლ თეთრი ღვინო;
20 მლ კონიაკი;
10-15 გრ შაქარი
ლარნაკში ჩავყაროთ შაქარი, დავასხათ თეთრი ღვინო, კონიაკი (თეთრი ღვინის ნახევარი შეიძლება შევცვალოთ შამპანურით) და ყველაფერი კარგად ავურიოთ (შაქრის მთლიანად გადნობამდე). შემდეგ დავუმატოთ გასუფთავებული, გარეცხილი ხენდრო, ანანასი და სხვა ხილი. კრუშონი გავაცივოთ, ჩავასხათ ფუჟერში და მაგიდასთან მივიტანოთ სადილობის შემდეგ.