კუდავა მამუკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მამუკა კუდავა

მამუკა კუდავა – (Mamuka Kudava), ქართველი დიპლომატი, 2007-2012 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში და მონაკოს სამთავროში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იუნესკოში.

დაიბადა 13 ივნისი, 1971 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1988-1993 – სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე;
1994-1995 – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი;
1997 – ნატოს დემოკრატიული ინსტიტუტის სტიპენდიატი;
2001 – ბრიუსელის ფრანკოფონული უნივერსიტეტი;
2004-2005 – ადმინისტრაციის ნაციონალური სკოლა (საფრანგეთი);
2018 – თსუ, საერთაშორისო ეკონომიკის სკოლა.

სამუშაო გამოცდილება:
1995-1997 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტისა და სამხედრო-პოლიტიკის დეპარტამენტის მესამე მდივანი, სამმართველოს უფროსი, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
1997-1998 – მონტერეის საერთაშორისო სწავლებათა ინსტიტუტის მიწვეული მკვლევარი (აშშ, კალიფორნია);
1998-2000 – ბენილუქსის ქვეყნებში საქართველოს საელჩოს მრჩეველი და უფროსი მრჩეველი;
2000-2002 – ნატოში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი;
2002-2004 – საგარეო საქმეთა სამინისტრო, აშშ, კანადისა და ლათინური ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი;
2005-2007 – თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე;
2013-2016 – საქართველოს ეკონომიკურ-პოლიტიკური საგამოძიებო ცენტრის დირექტორის მოადგილე;
2013-2017 – საქართველოს თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორის ასისტენტი;
2016-2017 – საქართველოს პოლიტიკური და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფის უმცროსი მრჩეველი;
2013-დან – BLC law ოფისის მრჩეველი;
2014-დან – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ფილოსოფიის მკვლევარი;
2018-დან – GOFORIT სისტემის მრჩეველი;
2018-დან – კოლუმბიის უნივერსიტეტის ფილოსოფიური თეზისის მკვლევარი

ფლობს: ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ, იტალიურ, თურქულ, ესპანურ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები