კუპელჰალე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კუპელჰალე − (გერმ. kuppelhalle დარბაზი დახურული გუმბათით) – გუმბათიანი დარბაზი, გუმბათოვანი დარბაზის ტიპის ეკლესიის ერთ-ერთი ვარიანტი. სვეტებით დაუნაწევრებელი, დარბაზივით ერთიანი სივრცის ტაძარი, რომელსაც გუმბათი აგვირგვინებს. ის (გუმბათი) აფსიდის კუთხეებსა და გრძივი კედლებიდან შვეულად გამოწეულ შვერილებს ეყრდნობა და არა ცალკე მდგომ ბურჯებს.