კუპლეტური ფორმა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კუპლეტური ფორმა - ვოკალური ნაწარმოების ფორმა, რომელშიც მუსიკალური ნაგებობა მეორდება პოეტური ტექსტის ახალ სტროფთან ერთად. კუპლეტი შეიძლება წარმოადგენდეს პერიოდს, მაგრამ შესაძლოა აგრეთვე იყოს მარტივი 2 ნაწილიანი ფორმით (ასეთი ფორმით არის დაწერილი მრავალი სიმღერა და რომანსი); ხშირად კუპლეტი წარმოადგენს მოძახილს და მისამღერს; მისამღერში გამეორების დროს შენარჩუნებულია არამარტო მუსიკა, არამედ სიტყვებიც. ხალხურ სიმღერებში კუპლეტის I ნაწილს მღერის მთქმელი, II–ს კი გუნდი.