კუხიანიძე ზურაბ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კუხიანიძე ზურაბ − (1930 − 2003), მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი. დაიბადა ქუთაისში. დაამთავრა ა. წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1954-1977 წლებში იყო ქუთაისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის დირექტორი, ხოლო 1977 წლიდან − გამომცემლობა „საქართველოს” ქუთაისის ფილიალის „უქიმერიონის” დირექტორი. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1951 წელს, 1958 წელს კი გამოიცა მისი პირველი კრებული. არის 40-მდე წიგნის ავტორი, მათ შორის: „კალიების კარნავალი” (1975), ლექსების, ბალადებისა და პოემების ერთტომეული (1980), „რაც ვთქვი, გულით ვთქვი” (1990). დაკრძალულია ქუთაისის მწვანეყვავილას პანთეონში.
- * * *
- აბრიალებს ციცქა თვალებს,
- როგორც ცერზე მიმინო..
- ჩვენ თუ არა, სხვა ვინ დალევს
- ჭურისთავზე იმ ღვინოს.
- მთაზე ციხე გადმომდგარა,
- როგორც ცერზე მიმინო...
- ვინც დამარცხდა, კარით - კარად
- დარბოდა და ირბინოს.
- საქართველოვ, ოღონდ ერთი
- წყნარად ჩამიღიმილო, −
- გასაფრენად მზად ვარ შენთვის,
- როგორც ცერზე მიმინო!