ლაგრანჟის განტოლება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლაგრანჟის განტოლება (დალამბერის განტოლება) – პირველი რიგის ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლება, რომელიც წრფივია დამოკიდებული და დამოუკიდებელი ცვლადების მიმართ:

y = x∙φ (y') + f(y'),

სადაც y' = dy/dx, ხოლო φ და f – თავისი არგუმენტის წარმოებადი ფუნქციებია. ამ განტოლების ზოგადი ამოხსნა შეიძლება მოიძებნოს პარამეტრული სახით, თუ განტოლებას გავაწარმოებთ x-ით; ის გამოისახება კვადრატურებში.

ლაგრანჟის განტოლების კერძო სახეა კლეროს განტოლება.

სახელწოდება „ლაგრანჟის განტოლება“ ისტორიულად გაუმართლებელია, რადგანაც ლაგრანჟზე ადრე ეს განტოლება დალამბერმა გამოიკვლია.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები