ლაიოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლაიოსი(ბერძნ.) თებეს მითოსური მეფე. კადმოსის ჩამომავალი, ლაბდაკოსის ძე, იოკასტეს მეუღლე, ოიდიპოსის მამა.

როდესაც თებეს სამეფო ტახტი ხელში ჩაიგდეს ძეტოსმა და ამფიონმა, ლაიოსი იძულებული გახდა თებედან გადახვეწილიყო. იგი პელოპონესოსში დასახლდა. აქ მან მოიტაცა ლიდიის მეფის, პელოფსის ვაჟი ქრისიპოსი და მასზე ძალა იხმარა. შეურაცხყოფილმა ჭაბუკმა თავი მოიკლა. ხოლო განრისხებულმა მამამ დაწყევლა ლაიოსი და ღმერთებს შურისგება შესთხოვა. ღმერთებმა შეისმინეს მისი ვედრება და სამისნოს ენით ამცნეს ლაიოსს, რომ თუკი ოდესმე გაუჩნდებოდა შვილი, აუცილებლად მოკვდებოდა მისი ხელიდან. ლაიოსი ერიდებოდა მეუღლის სარეცელს. მაგრამ ერთხელაც ღვინით მთვრალმა ვერ მოითმინა და იოკასტეს მიუალერსა. მალე მეფე-დედოფალს ვაჟი შეეძინებათ, რომელსაც ოიდიპოსს შეარქმევენ და რომლის ხელითაც ლაიოსი სიცოცხლეს გამოესალმება.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები