ლამინატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლამინატი

ლამინატი (ინგლ. laminate ფენოვანი პლასტიკი),

1. ფართოდ გავრცელებული იატაკის ფენოვანი საფარველი მაღალი სიმკვრივის მერქანბოჭკოვანი ფილების საფუძველზე, რომლის ზედა ფენა წარმოადგენს დამცავ-დეკორატიულ ცვეთამედეგ აფსკს. ლამინატის ფიცარი წარმოადგენს კონსტრუქციას, რომელიც შედგება ოთხი ფენისაგან: ა) ქვედა, მასტაბილიზებელი ფენის დანიშნულებაა დაიცვას ფიცარი დეფორმაციისაგან და გაზარდოს სიხისტე; ბ) მზიდი ფენა, რომელიც ლამინატის ფიცრის საფუძველია, მზადდება მაღალი სიმკვრივის მერქან-ბოჭკოვანი ფილებისაგან, რომელიც პარალელურად ასრულებს თბო- და ბგერასაიზოლაციო ფუნქციას. ფიცრის ნაპირებზე, ერთ მხარეზე ამოღებულია ღარი, ხოლო მეორე მხარეზე – კოტა, რომელთა საშუალებით ხდება ლამინანტების ერთმანეთთან შეერთება. ლამინატის ტენმედეგობა უშუალოდაა დამოკიდებული მზიდი ფენის ხარისხზე; გ) დეკორატიული ფენა, რომელიც ასრულებს გაფორმების ფუნქციას – ესაა ქაღალდის ფენა, რომელზეც დატანილია მერქნის, ქვის, ფილის და სხვა ტექსტურა; დ) ზედა ფენა, რომელიც წარმოადგენს მელამინის ან აკრილის ფისს, უზრუნველყოფს ფიცრის დაცვას ცვეთისა და დარტყმითი დატვირთვებისაგან;
2. კონსტრუქციის გარე დაარმირებისათვის გამოსაყენებელი კომპოზიტური მრავალფენიანი, ერთმიმართულებიანი, სხვადასხვა სისქისა და სიგანის მასალა, დამზადებული საქარხნო პირობებში გაჟღენთვისა და ცხელი დაწნეხვის გზით. მომხმარებელს მიეწოდება ლენტის ან ფირფიტის სახით.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები