ლანდაუ ჯონ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჯონ ლანდაუ – ამერიკელი კინოპროდუსერი, დაიბადა 1960 წლის 23 ივლისს ნიუ-იორკში. მრავალი პრემიის ლაურეატი კინემატოგრაფის დარგში.
90-იან წლებში ლანდაუ იყო ვიცე-პრეზიდენტი მხატვრული ფილმების წარმოების განხრით კომპანია Twentietჰ Century Fox ში. 2009 წელს რეჟისორ ჯეიმს ქემერონთან ერთად გამოუშვეს ბლოქბასთერი „ავატარი“. არის მრავალი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი.
ფილმოგრაფია და ჯილდოები:
- 1987 – „ადამიანი კამპუსიდან”
- 1989 – „ძვირფასო, მე დავაპატარავე ბავშვები” 1990 – „დიქ თრეისი”
- 1997 – „ტიტანიკი” (პრემია „ოსკარი” საუკეთესო ფილმისთ ვის; „ოქროს გლობუსი”; Florida Film critics circle Awards; MTV Movie Awards; Producers Guild of America; Nickelodeon Kid’s choice Awards)
- 2002 – „სოლიარისი”
- 2009 – „ავატარი”
- 2018 – „ალიტა: მებრძოლი ანგელოზი”
და სხვ.