ლარინგალური თანხმოვნები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლარინგალური თანხმოვნები – (ბერძნ. (larynx – ხორხი), ყელისმიერი, ხორხისმიერი თანხმოვნები, რომელთა წარმოსათქმელად საჭირო ხშვა ან ნაპრალი. წარმოიქმნება ლარინგსში (ხორხში) სახმო სიმების მეშვეობით. სალიტერატურო ქართულში გვხვდება მხოლოდ ერთი ლარინგალი – სპირანტი ჰ. ლარინგალურია მეგრული ხშულ-მსკდომი ჸ (მაგ., სიტყვაში ჸუდე).

ზ. ჯაფარიძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები