ლარტყული დომკრატი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლარტყული დომკრატი − დომკრატი, რომლის მთავარი ნაწილია ტვირთმზიდი ლარტყა, რომელსაც აქვს საყრდენი ფილა ტვირთისათვის და ტვირთის ასაწევი თათი. გადამცემი მექანიზმის ტიპის მიხედვით ლარტყული დომკრატი შეიძლება იყოს ბერკეტული ან კბილა. დომკრატის გადამცემი მექანიზმი ერთ-, ორ- ან სამსაფეხურიანია. პირველის ტვირთამწეობა 6 ტ-მდეა, მეორის –15 ტ-მდე, ხოლო მესამისა – 15 ტ-ზე მეტი. ლარტყაზე აწეული ტვირთი მაგრდება გასაჩერებელი მოწყობილობით. ლარტყიანი დომკრატის მ.ქ.კ. ერთი კბილა გადაცემის დროს 0,85 ტოლია, ორი გადაცემისას კი – 0,7.