ლაცი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლაცი — (იტალ. lazzo – ხუმრობა), ბუფონური ხასიათის მოკლე სცენები, მრავალფეროვანი (ტრიუკი, იმპროვიზირებული ხუმრობანი; კომედია დელ’არტეს უმნიშვნელოვანესა ელემენტი.

ლაცის, ჩვეულებრივ, ძანები ასრულებდნენ (უბირი მსახური ბიჭის ამპლუა). ისინი მკაფიო კომედიური ფორმით აქილიკებდნენ ძირითად მოქმედებას, ახდენდნენ ცალკეული ეპიზოდების პაროდირებას. ლაცი არ იყო დაკავშირებული სიუჟეტთან და მიზნად ისახავდა მაყურებლის გაცინება-გამხიარულებას. ლაცის შესრულება მოითხოვდა აკრობატულ სისხარტეს, მიმიკისა და ჟესტის გამომსახველობას, მახვილგონივრულობას, გამჭრიახობას ყველაზე უფრო მახვილგონივრული ლაცები ერთი შემსრულებლიდან მეორეს გადაეცემოდა, შეჰქონდათ სცენარების კრებულებში, მკვიდრდებოდა თეატრის პრაქტიკაში. თავის კომედიებში ლაცის იყენებდნენ კ. გოლდონი, კ. გოცი. მე-20 ს. იტალიურ თეატრში ლაცის იყენებენ დიალექტალური თეატრები. ლაცის ხშირად იყენებდა გამოჩენილი იტალიელი თეატრალური მოღვაწე ედუარდო დე ფილიპო. ლაცის ხერხი ფართოდ არის გამოყენებული საცირკო კლოუნადაში.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები