ლემა (მათემატიკაში დამხმარე წინადადება)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლემა – (ბერძნ. Lemma – „დაშვება“, „წინა დებულება“) (ბერძნ. λγμμα – ქრთამი, შემოსავალი, ნამატი, სარგებელი) – დამხმარე წინადადება, რომელსაც იყენებენ ერთი ან რამდენიმე თეორემის დამტკიცებისას.
ტერმინი შემოიღეს ძველმა ბერძენმა გეომეტრებმა. მაგალითად, არქიმედე, პროკლე ტერმინს იყენებდნენ „დამხმარე თეორემის“ მნიშვნელობით.