ლემნისკატა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლემნისკატა – (ბერძნ. lemniscatus – „ბაფთებით მორთული“) – 2n რიგის ბრტყელი ალგებრული წირი. წერტილთა სიმრავლე, რომელთა მანძილების ნამრავლი მოცემულ n წერტილამდის (ფოკუსამდის) მუდმივია.
ლემნისკატა ერთი ფოკუსით – წრეწირია, ორი ფოკუსით – კასინის ოვალი, რომლის კერძო შემთხვევას წარმოადგენს ბერნულის ლემნისკატა.