ფოკუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფოკუსი — ლათინური fokus ნიშნავს „კერას“, „ცეცხლს“. მეცნიერებაში ეს ტერმინი შემოიღო კეპლერმა. მის „ოპტიკურ ასტრონომიაში“ (1604) სიტყვა fokus იხმარება, როგორც არაბული ტერმინის სიტყვასიტყვითი თარგმანი „ანთების ადგილი“ პარაბოლის ფოკუსისათვის, ხოლო პარაბოლას არაბები უწოდებენ „ცეცხლგამჩენ სარკეს“. კეპლერმა ეს ტერმინი განავრცო ჰიპერბოლისა და ელიფსის ფოკუსზეც. გერმანულ ლიტერატურაში XX ს-ის დასაწყისშიც იყენებდნენ სახელწოდებას Brennpunkten („ფოკუსი“).

1) მეორე რიგის წირის (ელიფსის, ჰიპერბოლის, პარაბოლის) ფოკუსი ეწოდება წერტილს, რომელიც ამ წირის სიბრტყეში მდებარეობს და ის თვისება აქვს, რომ წირის ნებისმიერი წერტილიდან ფოკუსამდე მანძილის ფარდობა ამ წირის დირექტრისამდე მანძილთან არის მუდმივი სიდიდე და ამ წირის ექსცენტრისიტეტი ტოლია.
2) ფოკუსი დიფერენციალურ განტოლებათა თეორიაში – დიფერენციალურ განტოლებათა ერთ-ერთი სახის განსაკუთრებული წერტილი: წერტილი, რომლის საკმაოდ მცირე მიდამოში გამავალი ინტეგრალური წირები წარმოადგენენ უსასრულო რაოდენობის იმ ხვიებისაგან შედგენილ სპირალს, რომლებიც შემოხვეულია ამ წერტილზე.


ელიფსისა და ჰიპერბოლის ფოკუსები და მათი ძირითადი თვისებები აღმოაჩინა აპოლონმა. პარაბოლის ფოკუსი პაპის აღმოჩენამდე უცნობი იყო.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები