ლენეები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლენეები - (ბერძნ. lenaia, lene – ბაკქი ქალი), ღვთაება დიონისესადმი მიძღვნილი ერთ-ერთი დღესასწაული ძველბერძნულ ქალაქებში იონიაში და ატიკაში. ლენეობას დღესასწაულობდნენ იანვარ-თებერვალში, ასრულებდნენ დითირამბებს და აწყობდნენ შეჯიბრს დრამატულ ხელოვნებაში. დიდი დიონისობისგან განსხვავებით, ლენეობაზე მთავარი ადგილი ეთმობოდა კომედიებს. შეჯიბრის ორგანიზაცია ევალებოდა არქონტ-ბასილევსს. ლენეობის დროს შეჯიბრი დრამატულ ხელოვნებაში ტარდებოდა კუნძულ როდოსზეც.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები