ლეტოპოლისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლეტოპოლისი – თანამედროვე აუსიმი. მეორე ქვემოეგვიპტური ნომის დედაქალაქი. მდებარეობდა კაიროდან 12 კმ. ჩრდილო-დასავლეთით, ნილოსის დელტის როზეტას და დამიეტას ტოტებს შორის. ქალაქი ძალიან ძველია და უკვე ძველი სამეფოს ტექსტებშია დაფიქსირებული. იყო შევარდნის სახის ღვთაების ხენტი-ირტის (იგივე ხენტი-ხემის) სამშობლო, რომელიც ადრე შეერწყა ხაროერისს. მასთან ერთად ეთაყვანებოდნენ ხატხორს, რომელსაც „რას თვალს“ ეძახდნენ, ამიტომ მოხდა მისი გაიგივება ურეუსთან და უტოსთან. ბერძნებმა, რომლებიც უტოს თავიანთ ლეტოსთან აიგივებდნენ, ლეტოპოლისი დაარქვეს. საკულტო ნაგებობებიდან გვიანდელი პერიოდის მწირი ნანგრევებია შემორჩენილი.



წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები