ხენტი-ირტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხენტი-ირტიშევარდნის სახის ეგვიპტური ღვთაება, რომელსაც ლეტოპოლისში ეთაყვანებოდნენ. ძველი სამეფოს დროს შეერწყა ხორს ხორ-ხენტი-ირტის სახით. ამ ღვთაების თავისებურება იყო ის, რომ თვალების გარეშე გამოისახებოდა. შუა სამეფოს პერიოდის სამეფო პაპირუსზე ის სახის გარეშეც არის გამოსახული. ეს დაკავშირებულია მთვარის და მზის თვალთან და ლეტოპოლისის მდებარეობასთან ნილოსის დასავლეთ ნაპირზე, სადაც მზე და მთვარე ჰორიზონტზე „ქრებოდნენ“. თვალებთან არის დაკავშირებული მისი სახელიც, რომლის ზუსტი თარგმანი ვერ ხერხდება, მაგრამ „ir.tj“ ეგვიპტურად „ორივე თვალს“ ნიშნავს. მისი კულტი ბუნდოვანია, თუმცა პირამიდების ტექსტებში დიდი ღვთაებების გვერდით არის მოხსენიებული.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები