მზე (ეგვიპტურ მითოლოგიაში)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მზე – მზის დისკო ერთ-ერთი უძველესი ნომის ემბლემა იყო ეგვიპტეში და შესაბამისად მისი საკრალური ძალით დაჯილდოება უკვე წინადინასტიურ ეპოქაში მოხდა (. ამაზე მეტყველებს მზის ბარკებიც I დინასტიის ფარაონთა სამარხებში, მზესთან დაკავშირებული მითები და კოსმოგონიური სისტემები. მზის რელიგია განსაკუთრებით იკრებს ძალას ძველი სამეფოს დროიდან და V დინასტიიდან ეგვიპტეში ქრისტიანობის გავრცელებამდე ეგვიპტის ოფიციალური რელიგია ხდება.