ლიბიური ანარქია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლიბიური ანარქია – ასე მოიხსენიებენ ლიბიური პერიოდის დასასრულს, როცა ქვეყანამ თანდათან დაიწყო დანაწევრბა და ეგვიპტის ტახტზე ერთდროულად რამდენიმე ადამიანი აცხადებდა პრეტენზიას. პერიოდი იწყება დაახლ. ჩვ.წ.-მდე 818 წელს როცა XXII დინასტიის ფარაონის, შეშონკ III-ის პარალელურად ჩნდება ახალი, XXIII დინასტია დასავლეთ დელტაში. შემდეგი, XXIV დინასტიის დროს (ფარაონები ტეფნახტი და ბაკენენრეფი, ჩვ.წ.-მდე 727-715 წწ.) ქვეყანა სულ უფრო იშლება, სანამ ახალი, ნუბიური დინასტია ისევ გააერთიანებს მას.