ლიგეტი დიერდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიერდ ლიგეტი

დიერდ ლიგეტი – (28. 05. 1923, ტირნავენ, სემიგორიე (მაშინდ. რუმინეთი) –12.VI. 2006, ვენა), უნგრელი კომპოზიტორი და მუსიკისმცოდნე. ფ. ფარკაშის მოწაფე (კომპოზიცია). 1950-56 ბუდაპეშტის უმაღლესი სამუსიკო სკოლის პროფესორი. სწავლობდა ფოლკლორს. 1956-იდან ემიგრაციაშია, ჯერ ვენაში, შემდეგ სხვა ქვეყნებში. 1957- იდან მუშაობდა კიოლნის რადიოს ელექტრონული მუსიკის სტუდიაში, 1961-იდან ასწავლიდა სტოკჰოლმის უმაღლეს სამუსიკო სკოლაში, შემდეგ – ჰამბურგში და კვლავ ვენაში. ლიგეტი დასავლეთ ევროპის ავანგარდიზმის ერთ-ერთი ლიდერია. შემოქმედებითი გზა დაიწყო, როგორც ბ. ბარტოკის მიმდევარმა, 50-იანი წლების შუა ხანიდან მიმართა ელექტრონულ მუსიკას. შემდგომ შეიმუშავა სტატიკური სონორული კომპოზიციის საკუთარი ტექნიკა. რიგ ნაწარმოებებში სონორული სტატიკა შეთავსებულია დინამიკურ „აფეთქებებთან“ („რეკვიემი“, 1965, „მელოდიები“ ორკესტრისათვის, 1970). ლიგეტის ზოგიერთი ვოკალური ნაწარმოებები დაკავშირებულია აბსურდის თეატრთან, 1970-80-იანი წლების ნაწარმოებებში ჩნდება წარსულის მუსიკალური სტილების პაროდიული იმიტაციის მომენტები. ავტორია შრომებისა თანამედროვე მუსიკის შესახებ. მის მუსიკალურ ნაწარმოებებს შორის არის აგრეთვე ოპერა „დიადი მიცვალებული“ (1978), „საათები და ღრუბლები“ გუნდისა და ორკესტრისათვის (1973), „განშტოებანი“ სიმებიანი ორკესტრისათვის (1969), კვარტეტები, ტრიოები, ინსტრუმენტური პიესები და ა.შ.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები