ლიდერშპილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლიდერშპილი – (გერმ. liederspiel, lied – სიმღერა და spiel – თამაში), ზინგშპილის ნაირსახეობა; წარმოდგენა სიმღერით, სიმღერებიანი სპექტაკლი. გავრცელება ჰპოვა მე-19 საუკუნის დასაწყისში ცალკეული მუსიკალური ნომრების სახით, რომლებიც განთავსებული იყო დიალოგებს შორის. ლიდერშპილში გამოყენებული იყო პოპულარული საოპერო მელოდიები და ხალხური სიმღერები ახალი ტექსტით ან ახალი სიმღერები, რომელსაც ქმნიდა კომპოზიტორი ხალხური მუსიკის სტილში, უბრალო აკომპანემენტით. ლიდერშპილის ძირითადი მახასიათებლებია – საინტერესო, გამრთობი სიუჟეტი და გამომსახველი დეკორაციები.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები