ლინეკრომი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლინეკრომი

ლინეკრომი – რუსული წარმოების ბიტუმის რულონური საბურულე მიმართული მასალა სახურავის ორთქლ- და ჰიდროიზოლაციისათვის, აგრეთვე ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციების ჰიდროიზოლაციისათვის.. გამოიყენება ბურულის ხალიჩის ზედა ფენის მოსაწყობად. პირის ზედაპირზე მსხვილმარცვლოვანი ქვიშის მოყრა (ან პოლიმერული აფსკი) იცავს მასალას მზის სხივების ზემოქმედებისაგან. მიიღება მინაბოჭკოს (მინაქსოვილი, მინატილო, პოლიესტერი) ან პოლიეთერული საფუძვლის ორ მხარეზე ბიტუმის შემკვრელის (ბიტუმი და შემავსებელი) დატანითა და შემდეგ ორივე ზედაპირზე დამცავი შრის (მსხვილმარცვლოვანი და წვრილმარცვლოვანი ქვიშის მოყრა, პოლიმერული აფსკი და სხვ.) მოწყობით.

ლინეკრომის მასალის სტრუქტურა: ზევიდან ქვევით – ზედა დამცავი შრე; ბიტუმ-პოლიმერული შემკვრელი; საფუძველი; ბიტუმ-პოლიმერული შემკვრელი; ქვედა დამცავი შრე

მინა-ქსოვილი (მინატილო, პოლიესტერი) უზრუნველყოფს ლ. ექსპლუ-ატაციის ხანგრძლივ დროს (10 წლამდე), რადგან არ ექვემდებარება ლპობას, თუმცა სიმყიფის გამო მოითხოვს ხისტ ზედაპირს (რკინაბეტონის ფილები, ცემენტის მოჭიმვა სისქით 4 მმ და მეტი). ლინეკრომის შიგა ზე-დაპირზე (რომელიც დაგებისას ლღვება) მიკრულია პოლიმერული აფსკი ლოგოტიპით, რომელიც გამოიყენება დამატებით ინდიკატორად ზედაპირის ლღობის ხარისხის შესაფასებლად და მუშაობის დასაწყებად. გამოყენების არესა და პირის ზედაპირის დამცავი ფენის მიხედვით არსებობს ლინეკრომის ორი ტიპი:
1) ლინეკრომი П – პირის ზედაპირი დაფარულია დამ-ცავი პოლიმერული აფსკით, რომელიც ხელს უშლის რულონში მასალის შეწებებას. გამოდის სამი სახის: ლინოკრომი ХПП, ТПП და ЭПП;
2) ლინეკრომი К – პირის ზედაპირი დაფარულია დამცავი მსხვილმარცვლოვანი ქვიშის მოყრით. იწარმოება სამი სახის: ლინეკრომი ХКП, ТКП და ЭКП.

ლინეკრომის მასალის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლებია:
მასა 3,6-4,6 კგ/მ2;
რემონტებს შორის დრო – 8 წელიწადი;
თბომდგრადობა – +80°С-მდე;
წყალშთანთქმა 24 სთ-ში – 1%-მდე;
რულონის სიგანე – 1 მ, სიგრძე 10 და 15 მ.

ლინეკრომის დაგება ხორციელდება წინასწარ მომზადებულ ბრტყელ ზედაპირზე გაზის სანთურის მეშვეობით, როდესაც გარემოს ტემპერატურა მეტია +5°С-ზე.

ლინეკრომის გამოყენების ძირითადი სფეროებია: სარდაფების, სამშენებლო კონსტრუქციების, საძირკვლების, ბეტონის ფუძეების, ორფენიანი ბურულის ხალიჩის ქვედა შრის ჰიდროიზოლაცია; ბურულის მიმდინარე ან კაპიტალური რემონტი (ლინეკრომი ХПП, ТПП და ЭПП); ორფენიანი ბურულის ხალიჩის ზედა შრის ჰიდროიზოლაცია ახალი ჰიდროსაზოლაციო ხალიჩის მოწყობის ან რემონტის დროს (ლინეკრომი ХКП, ТКП და ЭКП).

ლინეკრომი მიეკუთვნება იაფიან ჰიდროსაიზოლაციო საშენ მასალას. მისი ძირითადი მწარმოებელია რუსული კომპანია „ტექნონიკოლი”.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები