ლინოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლინოსი(ბერძნ.) უდროოდ დაღუპული მშვენიერი ჭაბუკი. ბუნების ძალთა განსახიერება.

ლეგენდის თანახმად, ლინოსი აპოლონისა და არგოსის დედოფალ ფსამათეს ვაჟი იყო. იგი დაბადებისთანავე მიატოვა დედამ, წამოზარდეს მწყემსებმა და დაგლიჯეს ძაღლებმა. ფსამათეს შვილის მიგდების გამო სიკვდილი მიუსაჯეს, მაგრამ გამძვინვარებულმა აპოლონმა უფრო დიდი გასაჭირი მოუვლინა მის ქვეყანას. დიდი ღვთაება რომ მოელბოთ, არგოსელებმა ლინოსის პატივსადებად დააწესეს საზაფხულო ზეიმი. თებეში ლეგენდამ ლინოსი ამფიარაოსის ძედ წარმოადგინა, ზღაპრულ მომღერლად და დიდებულ მუსიკოსად, რომელიც ჰელიკონზე სახლობდა. ლინოსმა მუსიკალურ აგონზე აპოლონთან შებმა გაბედა, რის გამოც დაიღუპა.

მოგვიანებით ლინოსი ბრძენ მუსიკოსად იქცა, რომელმაც ჰერაკლე აზიარა კითარაზე დაკვრის ხელოვნებას. ერთხელ, ლინოსმა დასაჯა მომავალი გმირი, რომელმაც კითარა მოიქნია და შემთხვევით შემოაკვდა ბრძენი მოძღვარი.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები