ლინჩი დევიდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დევიდ ლინჩი

დევიდ ლინჩი – (დაიბადა 1946 წელს ქ. მისულაში, მონტანას შტატი, აშშ) – ამერიკელი კინორეჟისორი და სცენარისტი, ამერიკული დამოუკიდებელი კინემატოგრაფის წარმომადგენელი. პრესტიჟული საერთაშორისო კინოფესტივალების მრავალგზის გამარჯვებული, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი.

ლინჩის რეჟისორული სტილისთვის დამახასიათებელია ფილმების გაჯერება სიურრეალისტური, სახეშეცვლილი ცნობიერების ან მისტიკური თვისების მქონე გამოკვეთილი დეტალებით. თვითონ ლინჩი ყოველნაირად თავს არიდებს გააშუქოს თავისი ფილმები, კვლავდაკვლავ იმის გამეორებით, რომ კინო – ეს არის განსაკუთრებული ექსპერიმენტი, რომელიც თვითონ უნდა განიცადო, სასურველია დიდ ეკრანზე, მაგრამ რომლის გადმოცემაც არ შეიძლება სიტყვებით.

ფილმოგრაფია:

  • 1977 – „თავკომბალა“
  • 1980 – „ადამიანი-სპილო“
  • 1984 – „დიუნა“
  • 1986 – „ლურჯი ხავერდი“
  • 1990 – „გულით ველურნი“
  • 1992 – „თვინ პიქსი“
  • 1997 – „გზატკეცილი არსაით“
  • 1999 – „უბრალო ისტორია“
  • 2001 – „მალჰოლანდ დრაივი“
  • 2006 – „შინაგანი იმპერია“

და სხვა.

ჯილდოები:

  • 1982 – „ადამიანი-სპილო“ (სეზარი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის)
  • 1990 – „გულით ველურნი“ (კანის სკფ. ოქროს პალმის რტო)
  • 1999 – „უბრალო ისტორია“ (ევროპული კინოაკადემიის პრიზი Screen Internacional Award)
  • 2001 – „მალჰოლანდ დრაივი“ (კანის სკფ. პრიზი საუკეთესო რეჟისორს; სეზარი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის)
  • 2006 – „შინაგანი იმპერია“ (ვენეციის სკფ. ოქროს ლომი მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის; პრიზი Future Film Festival Digital Award)

წყარო

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია) წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები