ლირიკული გმირი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლირიკული გმირი – ლირიკულ ნაწარმოებში განსახიერებული განცდების, გრძნობების, მისწრაფებების, იდეების, საზოგადოებრივი მოვლენებით აღძრული სულიერი რეაქციის, ფიქრებისა და იდეალების მთლიანობა; მაშასადამე, ლირიკული გმირი თვით ავტორია, პოეტის შემოქმედებითი სახეა. ამგვარად ეს ტერმინი, რომელიც უკანასკნელ წლებში დამკვიდრდა, პირობითია.
ლირიკულ გმირზე სწორი წარმოდგენა გვექმნება პოეტის მთელი შემოქმედების გათვალისწინების შედეგად. ამ თვალსაზრისით განიხილება ბაირონის, ნ. ბარათაშვილის, ა. წერეთლის, გ. ტაბიძის ლირიკული გმირები. ასევე შეიძლება. ვიმსჯელოთ აგრეთვე ცალკეული პოეტური ქმნილებების ლირიკულ გმირებზე.
ლირიკული გმირი დაახლოებით ისეთივე ხასიათისაა, როგორიცაა დადებითი გმირი ეპიკურ და დრამატულ ჟანრებში.