ლობჟანიძე გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი ლობჟანიძე

ლობჟანიძე გიორგი — (1974), ქართველი პოეტი, მთარგმნელი, აღმოსავლეთმცოდნე, ფილოლოგი. დაიბადა სოფელ ნაბახტევში (ხაშური). დაამთავრა თსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი არაბული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 1996-1999 წლებში სწავლობდა თეირანის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტურაში რელიგიათა და მისტიკის ისტორიის სპეციალობით. არის სამი პოეტური კრებულის ავტორი („ბაბუაწვერების თაიგული”, 2004, „არაბულის მასწავლებელი”, 2013). თარგმნილი აქვს შუა საუკუნეებისა და არაბული და სპარსული ლიტერატურის არაერთი ნიმუში.


გაცნობა
გამარჯობა, მე ეს წყალი უკვე გავტოპე,
და აღარაფრის აღარ მჯერა:
არც სიყვარულის,
არც ჭაბუკური გულჩვილობის,
არც სიწმინდისა,
ყბაში მოქნეულ მუშტის მჯერა,
კბილის ტკივილის,
ცხედრის, რომელიც საბოლოოდ
ძლივს იმად იქცა, რაც ნაღდად იყო.
სადაც წავედი, ყველგან მგლები შემომყმუიან,
მე ვდგავარ და მთვარეს შევყმუი,
მაგრამ არა − როგორც გიჟი შეყვარებული,
არამედ მგელი:
მშიერი და კბილმტკივანი,
მიუსაფარი, მუხლამდე თოვლის გამკვალავი
ტყიდან სოფლამდი.
გამარჯობა, ახლა უკვე დავიყვავილე,
ყველა მდინარე გადავტოპე,
ყველა ქარს გავყევ,
ათივე მცნება დავარღვიე,
ვიდრე ბოლოს, ძლივსძლივობით
იმად არ ვიქეც, რაც ნაღდად ვიყავ:
ბედნიერი მიცვალებული
სიყვარული აღარ სჭირდება,
შიშველი თიხა:
პრეზერვატივს ვერაფერში გამოიყენებს,
მიწის გარდა, ვეღარავის შეეწებება.
ვინც შენ გინდა, ის გამაცანი:
ნარჩევ-ნარჩევი სატრფოებიც წარმომიდგინე,
სიყვარულის ბოლო ერთია, უკმარია,
ვიღაცაში უნდა შეთავდეს...


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები