ლოგეიონი (არქიტექტურა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლოგეიონი – (< ბერძნ. logos – სიტყვა, მეტყველება), ელინური და რომაული ეპოქების ანტიკურ თეატრში ფიცარნაგი, რომელზედაც თამაშობდნენ მსახიობები. ლოგეიონი აერთიანებდა ორივე „პარასკენიუმს“ და წარმოადგენდა „პროსკენიუმის“ სახურავს. კლასიკური ეპოქის ბერძნულ თეატრში მსახიობთა თამაშის ადგილი იყო „ორქესტრა“. გვიანელინური ხანისა და რომაელი ავტორები ამ ტერმინის ნაცვლად ხმარობენ სიტყვა „სცენას“, რომელსაც პირველ ხანებში გაცილებით უფრო ფართო მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე ახლა აქვს მას (სცენა-მოედანი, რომელზედაც მიმდინარეობს თეატრალური წარმოდგენა). „ლოგეიონის“ მნიშვნელობით რომაელები ხმარობდნენ აგრეთვე ტერმინ „პულპიტუმს“.