ლოგისტიკური დაზვერვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლოგისტიკური დაზვერვა – ჯარების (ძალების) უზრუნველყოფის მიზნით მონაცემების შეგროვება ლოგისტიკის ქვედანაყოფების, ნაწილებისა და დაწესებულებების განლაგების რაიონების და მათი მუშაობის პირობების შესახებ.
ლოგისტიკური დაზვერვის დროს, როგორც წესი, ზუსტდება:
- ლოგისტიკის ქვედანაყოფების, ნაწილების და დაწესებულებების განლაგების რაიონები;
- მიწოდების და ევაკუაციის გზები;
- წყლის წყაროები;
- ადგილობრივი რესურსების არსებობა და მათი გამოყენების შესაძლებლობები;
- მომავალი საბრძოლო მოქმედების რაიონის სანიტარიულ-ეპიდემიური და სავეტერინარო-ეპიზოოტური მდგომარეობა;
- სხვა ცნობები, რომლებიც საჭიროა ჯარების (ძალების) ლოგისტიკური უზრუნველყოფის დაგეგმვისა და ორგანიზაციისთვის.
ლოგისტიკურ დაზვერვას ორგანიზებას უწევს:
- ტაქტიკურ რგოლში – ნაწილის შტაბის ლოგისტიკის უფროსი
- ოპერატიულში – ლოგისტიკის შტაბი.
ხორციელდება ლოგისტიკის ნაწილების და დაწესებულებების ძალებითა და საშუალებებით.