ლომდარიძე ელიზბარ
ელიზბარ ლომდარიძე – (22.X. 1945, თბილისი, 14.II.2020,თბილისი), ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (2012), საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრემია „2010 წლის საუკეთსო მუსიკალური ნაწარმოების შექმნისათვის“. 1974 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფ. დ. თორაძის საკომპოზიციო კლ.)
1981-85 ლომდარიძე იყო ხალხური შემოქმედების რესპუბლიკური სახლის დირექტორი. 1993-2002 მუსიკალური აკადემიის რექტორი. 1978-იდან საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.
ძირითადი ნაწარმოებებია: 4 სიმფონია (1980, 1985, 1986, 1990), 2 კონცერტი ფაგოტისა და ორკესტრისათვის (1973, 1976), კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისათვის (1987), კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის [„თბილისური“ (2000), „იმერული“ (2001), „ერისიონი“ (2002), „მეგრული“ (2004)]. საფორტეპიანო კონცერტები ნორჩი შემსრულებლებისათვის. [„ენკი ბენკი“ (2003), „ფიგლი მიგლი“ (2003), პარაფრაზები ებრაულ თემებზე (2006)], მინიატრურები კამერული ორკესტრისათვის (1968), მუსიკა კამერული ორკესტრისათვის (1975), სიმებიანი კვარტეტი (1974), ორი საფორტეპისნო სონატა (1975, 1976), ვოკალურ-სიმფონიური პოემა „ჰიმნი მზეს“ (1975), ორატორია „გალობანი სინანულისანი“ (1976), კანტატა „ქართული ხალხური პოეზიიდან“ (1986), 4 მინიატურა შერეული გუნდისათვის (1972), 3 ფრესკა ქალთა გუნდისათვის (1974), 4 ვოკალური ციკლის ხალხურ ლექსებზე (1969), ტოკატა ფორტეპიანოსათვის (2004), Basso-Ostinato ორი ფორტეპიანოსათვის (2006), 100-მდე საფორტეპიანო პიესა (4 კრებული) და სხვ.