ლოტოსი (ეგვიპტურ მითოლოგიაში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლოტოსილოტოსის ყვავილთან ეგვიპტეში რთული რელიგიური და მითოლოგიური სიუჟეტები იყო გადაჯაჭვული.
Lotosi egvipteSi.JPG
ბევრ კოსმოგონიურ მითში ლოტოსი სამყაროს შექმნის ერთ-ერთი მონაწილეა. იმავდროულად ლოტოსის ყვავილი, თავისი სურნელების გამო, გამოიყენებოდა არომატული ზეთების დასამზადებლად და მასთან დაკავშირებული ღმერთი ნეფერტუმი პარფიუმერიის ღმერთიც გახდა. მემფისის კოსმოგონიური სისტემის ტექსტი: „პტახი-ლოტოსი-ნეფერტუმი რას ცხვირთან ყოველდღე“ თითქმის ანალოგიურია პირამიდების ტექსტების ტექსტთან: „ის არის როგორც ნეფერტუმი, როგორც ლოტოსის ყვავილი რას ცხვირთან“. კოსმოგონიებში ხშირად ლოტოსთან დაკავშირებული ეს ორი წარმოდგენაა გაერთიანებული. ლურჯი ლოტოსი, რომელიც მშვიდ წყლებში იზრდება და იშლება მზის სხივების ამოსვლის დროს, ეგვიპტელებმა სამყაროს დასაწყისს დაუკავშირეს. ეს ლოტოსი ხოჭოების საშუალებით ნაყოფიერდება, რაც მას აახლოებდა პირველქმნილ ღმერთთან, ხეპრისთან. ითვლებოდა ასევე, რომ ლურჯი ლოტოსის ყნოსვით გარდაცვლილები ახალი სიცოცხლის ძალა უნდა შეესუნთქათ, კოსმოგონიური მითი ლოტოსზე ერთ-ერთი უძველესია ეგვიპტურ კოსმოგონიურ სისტემებს შორის. მის ტექსტს ჩვენამდ არ მოუღწევია და რეკონსტრუქცია სხვადასხვა ტექსტებში გაბნეული ნაწყვეტებიდან ხერხდება: პირველყოფილი მატერიიდან ჩნდება პირველქმნილი ლოტოსის ყვავილი, რომელიც იზრდება და იშლება და ანათებს სამყაროს. დგება დილა და ვრცელდება სუფთა, სურნელოვანი ჰაერი. გაშლილ ლოტოს თან მოჰყავს „უძველესი ღმერთი“, „ღმერთი ყვავილზე“, რომელიც ქმნის ღმერთებს და ადამიანებს. განსხვავებით პირველყოფილი ნუნისაგან, რომელიც ქაოსურად ყველა მიმართულებით ვრცელდებოდა, ლოტოსის კოსმოგონიაში პირველყოფილ მატერიას სიბნელეში გახვეული მშვიდ წყლები ან ბრტყელი მიწა წარმოადგენდა, ზოგიერთ ტექსტში კი ორივეა მოხსენიებული: „დიდი ღმერთი, გამოსული მიწიდან რომელმაც თავი წყლებიდან გაითავისუფლა“ ლოტოსის კოსმოგონია, როგორც ჩანს, რამდენიმე ქალაქში არსებობდა. ზოგი მას წინადინასტიურ ჰელიოპოლისს უკავშირებ. ჰერმოპოლისში ასევე არსებობდა კოსმოგონია პირველყოფილ ტბაზე, ლოტოსზე, რომელიც ცურავდა ამ ტბაზე და ღმერთზე, სახელად „ლოტოსის ფურცელი“. ღმერთი-ლოტოსი არსებობდა ჰერაკლეოპოლისშიც. მას მოიხსენიებდნენ, როგორც ხარსაფესს (Hr-3.j -“ის, ვინც თავის ტბაზეა“, ან „ის, ვინც თავის ტბაზეა, ოქროს ლოტოსი, ითვლება, რომ კოსმოგონია, სადაც ყველაფრის დასაწყისში ცხოვრების ბუნებრივი განვითარებაა წარმოდგენილი (წყლიდან ან მიწიდან მცენარის დაბადება), განსხვავდება უფრო ხელოვნური, აბსტრაქტულ ცნებებზე დამყარებული ენეადებისა და ოგდოადებისაგან და შესაბამისად, უფრო ძველია. თანდათან მოხდა პირველყოფილი ლოტოსის დაკავშირება სხვა ღმერთებთან, რაც ეგვიპტური რელიგიისათვის ბუნებრივი პროცესი იყო. შესაძლოა, ყველაზე ადრე ლოტოსი შეერწყა ნეფერტუმს, როგორც სურნელების ღმერთს, რადგან ეს კავშირი უკვე V დინასტიის დროს არის დაფიქსირებული. რას აღზევების შემდეგ, როცა მასთან განსხვავებული კოსმოგონიების და ღმერთების გაიგივება დაიწყო, მისი კავშირი ლოტოსთან ნეფერტუმის საშუალებით მოხდა. დაახლ. XIV საუკუნიდან ახლადამოსული მზე გამოისახებოდა, როგორც შიშველი ბავშვი ლოტოსის შიგნით.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები