ლოქოების ოჯახი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლოქოების ოჯახი − Siluridea

ტიპი: ქორდიანები
რიგი: ლოქოსნაირნი
ოჯახი: ლოქოსებრნი


თევზების ოჯახი ლოქოსნაირთა რიგისა. ამ ოჯახის წარმომადგენლებს ნამდვილი ქერცლი არ უვითარდებათ და უმრავლესობის კანი ტიტველია. სხეული წაგრძელებული ფორმისაა. ლაყუჩის აპკები ლაყუჩთშორის მანძილთან დაკავშირებული არ არის, თავისუფალია. ზურგის ფარფლი თუ აქვს, პატარა ზომისაა და უქიცვო. ცხიმოვანი ფარფლი არა აქეს. ანალური ფარფლი მეტად გრძელია, ის კუდის ფარფლთან ბოლოვდება ან მასში გადადის. მუცლის ფარფლებში 13-15 სხივია, კბილები ყბებზე და ხშირად სასაზედაც აქვს განლაგებული. წინა და უკანა ნესტოები ერთიმეორისაგან შორი მანძილითაა დაშორებული. ზედა ყბაზე ულვაშები ყოველთვის აქვს, ზოგჯერ ქვედა ყბაზე 1-2 წყვილი ულვაშია. სმენის ძვლები საცურავ ბუშტთან ვებერის აპარატითაა დაკავშირებული. საცურავი ბუშტი დიდი და თავისუფალია.

გავრცელება

ევროპისა და აზიის მტკნარი წყლის თევზებია, რომლებიც ჩრდილოეთ ყინულოვან ზღვაში არ მოიპოვებიან. სულ 8 გვარია. საბჭოთა კავშირში გავრცელებულია ორი გვარი, ხოლო საქართველოში მარტო ერთი გვარია: Silurus L.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები