მაგიური რიტუალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაგიური რიტუალი – (ბერძნ. magia – ჯადოქრობა, მისნობა; ლათ. ritualis – საწესჩვეულებო), განსაზღვრული ქმედება, რომლის მიზანია, ზებუნებრივი ძალების მოშველიებით, ზემოქმედება მოახდინოს რეალობაზე (ბუნების მოვლენებზე, ადამიანებზე, სულებზე (და ა.შ.). მაგიის ნაირსახეობანი დამოკიდებულია ადამიანთა პრაქტიკულ საქმიანობასთან, რის შედეგად წარმოიშვა: სამეურნეო (წვიმის გამოწვევა, წარმატება ნადირობაში და ა.შ.); სამკურნალო („თეთრი მაგია“); დამაზიანებელი („გათვალვა“, „შავი მაგია“ და ა.შ.). ეს ყოველივე პირდაპირ კავშირშია თეატრალური მისტიციზმის აღმოცენებასთან.

მაგიის ელემენტები დამახასიათებელია ყველა რელიგიისათვის. იგი წარმოშვა საკულტო ქმედებებმა, რომლის სტრუქტურა ყოველთვის მკაცრად იყო რეგლამენტირებული აქტთა თანმიმდევრულობით. სწორედ ამან განაპირობა აბსტრაქტული, მაგრამ სრულიად მიზანმიმართული ფაბულის წარმოშობაც და თავად რიტუალის ესთეტიკური რაობაც. მაგიური რიტუალი ერთგვარი სინთეზია ვერბალური (ხმიერი) და არავერბალური (უხმო) ქმედებებისა. აქ განმსაზღვრელ როლს თამაშობს მედიტაცია და ტრანსმედიტაცია, რომელსაც ახორციელებს მედიუმი, მიღმიერ სამყაროსთან დაკავშირების უნარის მქონე პირი. მაგიური რიტუალი თეატრის წარმოშობის უმნიშვნელოვანესი საფეხურია.

მ.გეგია.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები