მაკარტნის მისია 1793

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაკარტნის მისია 1793დიდი ბრიტანეთის მთავრობის პირველი ოფიციალური მისია ჩინეთში, რომელსაც მეთაურობდა სამეფო ელჩი ლორდი მაკარტნი. 1793 წლის ზაფხულში მაკარტნი ჩავიდა დაგუში (პორტი ჩრდილოეთ ჩინეთში), შემდეგ ის მიიღეს პეკინში, მაკარტნის მიზანი იყო დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთს შორის, ჩინეთის კომპანია „გუნხანის“ („კოსონგი“) მონოპოლიის გაუქმება უცხოელებთან ვაჭრობაზე: გუანჯოუს (კანტონის) პორტის გარდა, ნინბოს, დინხაის, ტიანძინის პორტების გახსნა ბრიტანეთთან ვაჭრობისათვის; ჩინეთში ბრიტანეთის ქვეშევრდომთა თავისუფალი დასახლებისა და გადაადგილების უფლების მოპოვება და ოპიუმით ვაჭრობის ლეგალიზაცია. მისია სრული მარცხით დამთავრდა. ცინების მთავრობამ უარყო მაკარტნის ყველა წინადადება და მოთხოვნა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები