მაკროეკონომიკური პოლიტიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მაკროეკონომიკური პოლიტიკა - (macroeconomic policy), ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების ღონისძიებათა ერთობლიობა, მიმართული ქვეყნის მდგრადი განვითარების მიღწევისა და შენარჩუნებისაკენ ეკონომიკის ციკლური მერყეობის შენელების, ინფლაციური და დეფლაციური პროცესების აღმოფხვრის, შემოსავლების განაწილებაში მკვეთრი უთანაბრობის დაძლევის, საზოგადოებრივი საქონლის წარმოების, ურაყოფითი გარე ეფექტების ნიველირების, უმუშევრობის შემცირებისა და ეკონომიკური ზრდის საფუძველზე. ამ მიზნით სახელმწიფოს ეკისრება ალოკაციური, გადამანაწილებელი და სტაბილიზაციის ფუნქციების შესრულება.