მანდალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მანდალა
გამოსახულება იატაკზე

მანდალა(ინდ.) „წრე“, „დისკო“, სამყაროს, კერძოდ კი, ტაძრის სახე. მანდალა წარმოადგენს წრეში ჩახატულ კვადრატს, წრისა და კვადრატის ერთობლიობას, რაც სიმბოლურად ცისა და მიწის ერთიანობას გამოხატავს (წრე – ცა ან მთელი სამყარო, უნივერსუმი, კვადრატი – მიწა).

მანდალა პურუშას, ღვთიურის მყოფობის, სივრცული სიმბოლოა, სადაც ხვდება ერთმანეთს ცა და მიწა. მანდალაში რამდენიმე კვადრატია წარმოდგენილი, მათ შორის, ცენტრალური ბრაჰმას ადგილს აღნიშნავს, რაც ტაძრის უშინაგანეს და უწმიდეს მხარეს შეესაბამება. გონითი აზრით, მანდალა სულიერი და ნივთიერი სამყაროების (ასევე, ღვთიურისა და ადამიანურის) და მათი დინამიური ურთიერთობის სიმბოლოა.





წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები