მანველი ლანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლანა მანველი

მანველი ლანა — (1971), ქართველი მწერალი, პოეტი, მთარგმნელი. დაიბადა თელავში. გამოცემული აქვს ლექსების კრებული „ამ გზას არ მივყავარ საქართველოში”, ნოველები – თურქული სახეები („აილინი”), ნარკვევი – „თურქული კინოს ისტორია 1914-1988 წწ”, ლექსები, თარგმანები — „ჩემი სულის ანაბეჭდი”. 2014 წელს გამომცემლობა „უსტარმა” გამოსცა თურქი კლასიკოსი მწერლის რეშათ ნური გიუნთექინის რომანი „ნარჩიტა”, რომლის თარგმანი ეკუთვნის ლანა მანველს. ლანა მანველმა ასევე 2014 წელს გამოსცა „ვირტუალური ურთიერთობები”, სადაც შესულია 38 ვირტუალური ამბავი.


შენი ტაძარი
როდესაც გული გახეთქვასა გაქვს
და ვეღარ უძლებ ამდენ სიყრუეს,
როცა ათასი ცბიერი მზერის
ასხლეტვას ცდილობ, ხვდები სიცრუეს.
როს გიხლართავენ ნაცნობ ბილიკებს
უცნობი გზების ყვებიან ზღაპარს;
ვერ მიხვდებიან რომ უნებურად
მოგანატრებენ შენს ნაცნობ ტაძარს.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები