მანსვეტოვი პეტრე (1910-1967)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პეტრე ივანეს ძე მანსვეტოვი – (1910-1967) სომეხი შინ.სამს. გენერალ-ლეიტენანტი. დაიბადა იაროსლავის ოლქში. 1940 წლიდან მსახურობდა ჯარში. მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის (1941-1945) წლების დიდ სამამულო ომში. მსახურობდა დონის ფრონტის 164-ე სატანკო ბრიგადაში.
1955-1959 წწ. მსახურობდა სტავროპოლის მხარის სამოქალაქო თავდაცვის შტაბის უფროსად.
1964 წლის დეკემბერ-1967 წლის თებერვალში მუშაობდა ლენინგრადის ოლქის სამოქალაქო თავდაცვის შტაბის უფროსად.
საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო 3 წითელი დროშის (1943, 1944, 1945), შრომის წითელი დროშის, 2 სამამულო ომის I ხარ. (1944,45), და 2 წითელი ვარსკვლავის (1942, 1954) ორდენებით.