მანძილების დამახინჯება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სიგრძეების (მანძილების) დამახინჯება – (distance deformation), ზოგიერთ კარტოგრაფიულ პროექციაში ადგილი აქვს გეოგრაფიულ ობიექტებს შორის სიგრძეების (მანძილების) დამახინჯებას. იგი სხვადასხვაა რუკის სხვადასხვა წერტილში და ერთი წერტილიდან სხვადასხვა მიმართულებით. განისაზღვრება რუკის კერძო მასშტაბის მთავარ მასშტაბთან შეფარდებით.