მარანას კოშკი ( კვადრატული)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მარანას კოშკი - კოშკები მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარანას სამხრეთ ნაწილში, თარიღდება XVII-XVIII საუკუნეების მიჯნით.

აღწერილობა

კოშკი გეგმით კვადრატულია (9,6 X 9,6 მ), ნაგებია რიყის ქვით. კედლების შიდა პირზე და კამარაზე გამოყენებულია აგური. კოშკი საცხოვრებელ-საბრძოლოა. ძლიერ დაზიანებულია, შემორჩენილია მხოლოდ ორი სართულის კედლების ფრაგმენტები. შესასვლელი აღმოსავლეთითაა, პირველ სართულზე. ამ სართულის ცენტრში ერთი დახურული კვადრატული სათავსია. კარის პირდაპირ მოზრდილი ბუხარია, გვერდებზე - ღრმა და მაღალი ნიშები. მომცრო ნიშები დანარჩენ სამ კედელშიცაა. სათავსი ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში გაჭრილი კარით გადის ტალანებში, რომლებიც ერთმანეთთან არ არიან დაკავშირებული. ტალანების კედლებში ცალმაგი და ორმაგი სათოფურებია. სათავსი გადახურულია ჯვაროვანი გუმბათით. შესასვლელის მარცხნივ მდებარე კიბით პირველი სართული უკავშირდება მეორეს. მეორე სართულიდან შემორჩენილია აღმოსავლეთ კედლის მცირე ნაწილი, რამდენიმე სათოფურით.

ბიბლიოგრაფია

  1. ქართული ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები XVI-XVIII საუკუნეებში პირამიდული კოშკები:მარანა //ზაქარაია პ. ქართული ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე.-თბ.,2002.-გვ.432-433. სოფლის ჩრდილოეთ და სამხრეთ განაპირას მდგარი კოშკების დახასიათება. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (სურ.194,195).
  2. მარანა //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ.5.-1990.-გვ.78. სოფ. მარანის ორი კოშკის (XVII-XVIII სს.) აღწერილობა.
  3. კოშკები //ბერიძე ვ. XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება.ტ.I.-თბ.,1983.-გვ.177-180. მოკლე ცნობები მარანს კოშკის შესახებ. ტექსტს ერთვის კოშკის გეგმა და განაკვეთი.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები