მართვის ხომალდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მართვის ხომალდი – სპეციალურად აღჭურვილი ხომალდი, რომელიც განკუთვნილია ოპერაციებში (საბრძოლო მოქმედებებში) საზღვაო ძალების, ხოლო მშვიდობიანობის დროს – ძალების დაჯგუფებების მართვის უზრუნველყოფისთვის ოკეანეს (ზღვის) დაშორებულ რაიონებში.

მართვის ხომალდებს აქვთ მაღალი სანაოსნო თვისებები, ცურვის დიდი სიშორე და ავტონომიურობა. მათი, როგორც მოძრავი მცურავი სამეთაურო პუნქტების, ტექნიკური მოწყობილობა უზრუნველყოფს სარდლის და შტაბის ოფიცრების მუშაობას, დაქვემდებარებული ძალებისთვის ბრძანებების და განკარგულებების დროულ გადაცემას, ორმხრივ დუბლირებულ კავშირს ზემდგომ სარდლობასთან და ურთიერთმოქმედ ძალებთან.

მართვის ხომალდები აღჭურვილია სხვადასხვა დანიშნულების რადიოელექტრონული კომპლექსებით, მიმდინარე ინფორმაციის შეგროვების, დამუშავების, ასახვისა და გადაცემის მოწყობილობებით, ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანებით ოპერატიულ-ტაქტიკური გაანგარიშებების საწარმოებლად, ძალების და იარაღის გამოყენებაზე გადაწყვეტილებების მისაღებად, კავშირგაბმულობის და მართვის საშუალებებით. თვითდაცვისთვის აქვთ თანამედროვე სანავიგაციო კომპლექსები, სარაკეტო-საარტილერიო, საზენიტო, ნავსაწინააღმდეგო და სხვა შეიარაღება.

მართვის ხომალდები შეიძლება იყოს სპეციალურად აგებული ან სხვა კლასის ხომალდებისგან გადაკეთებული. ზოგიერთ საზღვაო ძალებში ეწოდება საშტაბო ხომალდები (ამფიბიების ძალები და სხვა).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები