მაღლაფერიძე მარიცა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მარიცა მაღლაფერიძე-დან)
მარიცა მაღლაფერიძე – (16 მარტი 1948, ქუთაისი), ქართველი მომღერალი (სოპრანო). საქართველოს სახალხო არტისტი (1989). 1974 დაამთავრა თბილისის კონსერვატორიის ვოკალური განყოფილება (პედაგოგი გ. ქართველიშვილი). 1985-86 სტაჟირება გაიარა მილანის „ლა სკალას“ აკადემიაში (პედ. ჯ. სიმიონატო). 1975-2010 თბილისის საოპერო თეატრის წამყვანი სოლისტია. პარტიები: ეთერი, მარო (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“); შუშანიკი (ბ. კვერნაძის „იყო მერვესა წელსა“); სილვანა (გ. ყანჩელის „და არს მუსიკა“; მიმი (პუჩინის „ბოჰემა“); დეზდემონა, ამელია (ვერდის „ოტელო“, „ბალ-მასკარადი“); ტატიანა, იოლანტა (პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“, „იოლანტა“) და სხვ.