მარსანი ჟან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟან მარსანი

მარსანი ჟან - (ფრ. MARSANI JEAN) ცნობილი თანამედროვე კომედიოგრაფი, კინოსცენარისტი და მსახიობი, 12 პიესისა და 40-ზე მეტი კინოსცენარის ავტორია. მისი მოღვაწეობა 30-იან წლებში დაიწყო. იგი მაღალი კლასის პროფესიონალი მსახიობი იყო, რომელიც პარიზის ისეთი თეატრების სცენებზე გამოდიოდა, როგორიცაა კომედი ფრანსეზი, ოდეონი და სხვ.

დაწერილი პიესებიდან ყველაზე ცნობილია: „ოთხ კუთხეში“, „ზოია“, „ქალიშვილი“; კინოსცენარებიდან - ტექსტი და დიალოგები რენე კლერის ფილმისათვის „დიდი მანევრები“.

ჟან მარსანის კომედია „მაყურებელს ცქერა ეკრძალება“ პირველად ნაჩვენები იყო 1967 წელს სენ-ჟორჟის თეატრში რეჟისორ ჟან ლე პულენის მიერ. პიესა წარმოადგენდა მარსანის ძველი, 1940 წლის პიესის ახალ გადამუშავებულ ვარიანტს. ძველი ვერსია დაწერილი იყო როჟე დორნთან ერთად.

გამოცემები ქართულ ენაზე
  • მა-მურე: [პიესა] / ჟ. მარსანი; თარგმ. თ. მეტრეველმა. საუნჯე 2003, N1-2, გვ.113-156


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები