მარტენის ღუმელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მარტენის ღუმელი − (ფრანგი მეტალურგის პ. მარტენის გვარის მიხედვით) – ალქმედი რეგენერატორიანი ღუმელი ფოლადის გამოსადნობად თუჯისა და ფოლადის ჯართისაგან. პირველი მარტენის ღუმელი აგებული იქნა 1864 წ. საფრანგეთში. ღუმლის კედლები ამოყვანილია ცეცხლგამძლე (ცეცხლმედეგი) მასალებისაგან. ნომინალური ტევადობა შეიძლება იყოს 900 ტ-მდე.