მარშალის გეგმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მარშალის გეგმამეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის აღდგენისა და განვითარების პროგრამა, რომელსაც საფუძვლად ედო აშშ-ის ეკონომიკური დახმარება. წამოაყენა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯ. კ. მარშალმა 5.VI.1947. დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების პარიზის თათბირზე (1947). საბჭოთა მხარემ გააკრიტიკა დასავლეთის სახელმწიფოთა პოზიცია რომელიც: მისი აზრით, ცდილობდა ევროპის სახელმწიფოთია საშინაო საქმეებში ჩარევას დახმარების საბაბით. საბჭოთა განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ინგლის-საფრანგეთის წინადადებები მიზნად ისახავს ევროპის სახელმწიფოთა დაყოფას 2 ჯგუფად, ხოლო ამერიკულ კრედიტებს ერთი ჯგუფის ევროპული სახელმწიფოები გამოიყენებენ მეორის წინააღმდეგ. ამასთან დაკავშირებით, სსრკ-მა უარი თქვა „მარშალის გეგმაში“ მონაწილეობაზე. საბჭოთა პოზიციას მხარი დაუჭირეს ალბანეთმა, ბულგარეთმა, უნგრეთმა, პოლონეთმა. რუმინეთმა, ჩეხოსლოვაკიამ და იუგოსლავიამ. „მარშალის გეგმაში“ მონაწილეობაზე უარი თქვა ასევე ფინეთმა. 12-15.VII.1947 პარიზში ჩატარდა იმ 16 ქვეყნის კონფერენცია, რომლებიც შეუერთდნენ „მარშალის გეგმა“-ს (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ავსტრია, ბელგია, დანია, საბერძნეთი, ირლანდია, ისლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია, შვედეთი, შვეიცარია და თურქეთი. დასავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის დახმარება უნდა გაფორმებულიყო ორმხრივი შეთანხმებები სახით (რომელსაც, ხელი მოაწერა პარიზის კონფერენციის ყველა მონაწილემ, შვეიცარიის გარდა) ამასთან, ამ სახელმწიფოებს უნდა შეესრულებინათ, შემდეგი პირობები: მრეწველობის ნაციონალიზაციაზე უარის თქმა და სრული თავისუფლების მინიჭება კერო მეწარმეობისათვის ამერიკული საქონლის შეტანაზე, საბაჟო გადასახადის ცალმხრივი შემცირება და სხვ. მარშალის გეგმის შესრულებაში კონტროლი დაევალა აშშ-ში შექმნილი ეკონომიკური თანამშრომლობის ადმინისტრაციას. დასავლეთევროპული ქვეყნების განაცხადთა შესადგენად მათი წარმომადგენლებისაგან შეიქმნა ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია. მარშალის გეგმის განხორციელების 4 წლის მანძილზე ამერიკული დახმარების მოცულობამ დაახლოებით 17 მლრდ დოლარი შეადგინა. დახმარების გაწევა ხდებოდა სესხებისა და სუბსიდიების საფუძველზე სხვადასხვა სახის მოხმარების საგნების მიწოდების სახით. მთელი თანხის 60% განაწილდა დიდ ბრიტანეთზე, საფრანგეთზე, იტალიაზე, დასავლეთ გერმანიაზე. უკვე 1951 მარშალის გეგმა ფაქტობრივად, გადაიქცა დასავლეთი ევროპის სახელმწიფოებისათვის ამერიკული სამხედრო დახმარების პროგრამად.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები